არქივი
01.03.2012 მსმენელთა მიღება! სასწავლო კურსები:
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის 3 თვიან სასწავლო პროგრამაზე.
ტურიზმის მენეჯმენტი
სასტუმროს მენეჯმენტი
სასტუმროს მენეჯმენტის სისტემა ,,OPERA"
რესტორინის მენეჯმენტი
ტურიზმის მარკეტინგი
ტურისტული მარშრუტების შემუშავება
ტუროპერეიტინგი
29.02.2012 შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა და ერთობლივი პროექტების შემუშავება. ტურიზმის ფაკულტეტის, საერთასორისობიზნესგანათლების და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტების მომზადებას.მომავლო თანამშრომლობაზე.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის, საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების I კონფერენცია გაიმართა. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ ტურიზმის დეპარტამენტის, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებს უნივერსიტეტის შესაძლებლობები და სამომავლო გეგემები გააცნეს.
08.02.2012 ენდი ფეინშტეინის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდენციები“ სტუმარმა სტუდენტებს ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. დოქტორმა ენდი ფეინშტეინმა ასევე ისაუბრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოლინსის კოლეჯის ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი ენდი ფეინშტეინი ეწვია. ტურიზმის ფაკულტეტის და საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა ექსპერტმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდეციები“.
16.12.2011 ყურადღება!
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრში ,,ბიზნესის ადმინისტრირების" სასწავლო პროგრამაზე, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ჩატარდება შუალედური ტესტირება მარკეტინგისა და მენეჯმენტის სასწავლო კურსებში.
23.11.2011
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის“ მსმენელები ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლს ესტუმრნენ და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. სტუდენტებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული და ჩასაცმელი გადასცეს. აქცია საახალწლო დღეებშიც გაგრძელდება.
19.10.2011 სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა“
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის მსმენელები და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულში ,,ქედელობა”, რომელიც სათავეს გასული საუკუნიდან იღებს. მოწვეული სტუმრები გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს, ფოლკლორს, ხალხური რეწვის ნიმუშებს და დააგემოვნეს ქედის რაიონში წარმოებული ღვინოები ,,ქედის ცოლიკოური“ და ,,ჩხავერი“.
15.102011 ERASMUS MUNDUS
საერთაშორისო ბიზნესგანათლების მსმენელებსა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ევროკავშირის ,,ERASMUS MUNDUS“-ის პროგრამით, სარესტორნო მომსახურებაში ლატვიელმა ექსპერტმა ინესა სილსკამ ორი კვირის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარა, სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
30,08,2011 განცხადება
სწავლა უცხოელი სტუდენტებისათვის განახლდება 2011 წლის 05 სექტემბერს...
01.05.20011
ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2011” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობდა. რსუ-ს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს ტურისტული პროდუქტები გააცნო. ,,ექსპო ბათუმი - 2011”-ზე 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტსა და ტურისტულ სააგენტო UNItour-თან თანამშრომლობა დაიგეგმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის ფაკულტეტის შემდეგი სასწავლო პროგრამები და ტურისტული პროდუქტები:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• სარესტორნო საქმისწარმოება - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• ტუროპერატორი - 6 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 2 წ.
სპეციალიზაცია:
• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
• ეკოლოგიური ტურიზმი
• კულტურული ტურიზმი
• რეკრიაციული ტურიზმი
• აგროტურიზმი
• სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 3 წ.
ტურისტული პროდუქტები:
- მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
- მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში
- მოგზაურობა კაპადოკიაში
- ქრისტიანული გზა საქართველომდე (თურქეთი, სირია, იორდანია, ეგვიპტე)
- ხიხანის ციხის და სხალთის ეკლესიის მონახულება
- პირველი ქრისტიანული გზა საქართველოში (გონიო-დიდაჭარა)
- ინდივიდუალური ტურები
22.03.2011
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის
ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებას აჭარის მთავრობის
თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლები, წამყვანი სასტუმროების მენეჯერები, დარგის
ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით
გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ფაკულტეტის
შექმნის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და ტურიზმის განვითარების
აუცილებლობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა
ბაკურიძემ მოწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები, ხოლო
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა როსტომ ბერიძემ
საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
ტურიზმის ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო
სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის
მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შესაბამისი კომპეტენციების მქონე
სპეციალისტების მომზადება. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ტურიზმის
ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამაზე 100, პროფესიულზე - 30 სტუდენტს მიიღებს.
საგანმანათლებლო პროგრამები:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• სარესტორნო საქმისწარმოება - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• ტუროპერატორი - 6 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 2 წ.
სპეციალიზაცია:
• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
• ეკოლოგიური ტურიზმი
• კულტურული ტურიზმი
• რეკრიაციული ტურიზმი
• აგროტურიზმი
• სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 3 წ.
ფაკულტეტის პარტნიორი ორგანიზაციები:
• GIZ - საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (გერმანია)
• CIM - საერთაშორისო მოგრაციის ფონდი (გერმანია)
• აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
• აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი
• დრეზდენის ,,ევროპის ბიზნეს-კოლეჯი“
• მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი
• შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი, ტრაპიზონი)
• სასტუმრო - Sheraton Batumi
• სასტუმრო - Georgia Palace Hotel
• სასტუმრო - ერა პალასი
• Turkish Airlines
• Tav Georgia
25.02.2011
სასტუმრო Sheraton Batumi-ს
ოთახების მართვის განყოფილების მენეჯერი ქალბატონი ნუნუ მიქელაძე
2011 წლის 28 თებერვალს 18 : 00 საათზე რსუ–ს ბიზნესის სკოლისა
და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს.
18.02.2011
Sheraton Batumi-ს სპას მენეჯერი ქალბატონი ნანა მეგრელიძე 2011 წლის 21 თებერვალს 18 : 00 საათზე რსუ–ს ბიზნესის სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს.
24.01.2010 ბიზნესის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის 3 თვიან სასწავლო პროგრამაზე.
სასწავლო კურსები:
ტურიზმის მენეჯმენტი
სასტუმროს მენეჯმენტი
რესტორინის მენეჯმენტი
ტურიზმის მარკეტინგი
ტურისტული მარშრუტების შემუშავება
ტუროპერეიტინგი
04.01.2011 სტუდენტთა საყურადღებოდ !
ბიზნესის სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება 2011 წლის 10 იანვრიდან...
09.12.2010
Georgian Palace Hotel - ის აღმასრულებელი დირექტორი ლელა წულუკიძე 2010 წლის 21 დეკემბერს, 18 : 00 საათზე რსუ–ს ბიზნესის სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე : GPH-ის განვითარების ისტორია, მმართველობითი სისტემა და სტრატეგიები.
22.11.2010
TAV GEORGIA-ს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლოატაციის მენეჯერი მერთ ქანდიელი 2010 წლის 7 დეკემბერს რსუ–ს ბიზნესის სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: TAV GEORGIA – მმართველობითი სისტემა და სტრატეგიები...
07.11.2010
2010 წლის 11 ნოემბერს, 19 : 00 საათზე საერთაშორისო კომპანიის ,,TURKISH AIRLINES “ გაყიდვების მენეჯერი დენიზ ოზთირფანი ბიზნესის სკოლის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს.
30.10.2010
2010 წლის ოქტომბრიდან 3 თვის განმავლობაში ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ კასპარ კლეინი (გერმანია), ჩესლავ ნიკიტინი (ესტონეთი) და კატრინ ჰაუსბერგი (გერმანია). მასტერკლასები გლობალური საგანმანათლებლო კავშირის (GLEN–Global Education Network) პროგრამის ფარგლებში ტარდება.
29.10.2010
პროქტი ,,გავაცნოთ აჭარა თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს” 7 ოქტომბერს დაიწყო და 29 ოქტომბერს დამთავრდა. პროექტს ახორციელებდა ტურისტული სააგენტო UNItour-ი და ბიზნესის სკოლა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ...
პროექტის ფარგლებში გაიმართა 21 ოფიციალური და 50-ზე მეტი არაოფიციალური შეხვედრა. დარიგებული იქნა სარეკლამო მასალები, პრეზენტაცია გაუკუთდა აჭარას როგორც ახალ და მძლავრ ტურისტულ კერას. ყურადღება გამახვილდა აჭარაში საინვესტიციო გარემოსა და საგადასახადო ლიბერალიზმზე, დეტალურად იქნა განხილული ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონის პირობები. მონახულებულ იქნა ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები - ორდუ, ფაცა, დუზჯე, იზნიკი, სინოპი, კასტამონე და ადაპაზარი. შეხვედრებზე განიხილებოდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
11.09.2010
2009-2010 სასწავლო წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
გადმოტვირთვა
01.09.2010 ბიზნესის სკოლა
აცხადებს მსმენელთა მიღებას 2010-2011 სასწავლო წლისათვის შემდეგ
სპეციალობებზე...
29.08.2010
2010 წლის 9-24 აგვისტოს ბიზნესის სკოლის დირექტორი და სასწავლო პროცესის მენეჯერები შეხვედრებს მართავდნენ გერმანიის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის და დრეზდენის ევროპული ბიზნეს-კოლეჯის წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტისას ,,GLEN”-ის პროგრამით დაიგეგმა ორი გერმანელი და ერთი ლატვიელი დოქტორანტის სამეცნიერო ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ბიზნესის სკოლაში 3-6 თვეს დაჰყოფენ.
ევროპული ბიზნეს-კოლეჯის დირექტორთან დოქტორ მანფრედ ადლერთან შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. თანამშრომლობის საფუძველზე, 2010 წლის ნოემბრის თვეში ქ. დრეზდენში ბიზნესის სკოლის წარმატებული სტუდენტები გაემგზავრებიან.
09.06.2010 პროგრამის მიზანია ფერმერული მეწარმეობის უნარ-ჩვევების და მოწინავე სამეწარმეო ხედვის გამომუშავება. პროექტს ახორციელებს ბიზნესის სკოლა.
აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,ფერმერთა სწავლება-კონსულტირება და მათი სტაჟირება უცხოეთში” განხორციელების მეორე ეტაპი დაიწყო -ფერმერთა სტაჟირება თურქეთის რესპუბლიკაში 2010 წლის 9 ივნისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდება.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ბაზარზე ორიენტირებულ და მდგრადი ფერმერული მეურნეობის განვითარებას რეგიონში.
05.06.2010 • ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები; კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ტურისტული გამოფენის მოწყობა.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და ტრაბზონის შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდება I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. მასში საქართველოს, თურქეთის, გერმანიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების პროფესორები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ბიზნესმენები მონაწილეობენ. კონფერენცია რსუ-ს ბიზნესის სკოლის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ მიზანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და პოპულარიზაცია.
პროგრამით წარმოდგენილი იქნება 160 მოხსენება შემდეგ მიმართულებებში:
• ტურიზმის ინდუსტრია და ბიზნესგარემო;
• ტურიზმის მარკეტინგი და მენეჯმენტი;
• ინოვაციები ტურიზმის ბიზნესში;
• ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინტერნეტ-მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში;
• ტურიზმი და განათლება;
• ტურიზმის პოტენციალი, ტურიზმის სახეები, ტურისტული პროდუქტები;
• ტურიზმის განვითარების პროგნოზირება, ფინანსები და გადასახადები.
24.04.2010 2010 წლის 26 აპრილიდან ბიზნესის სკოლა ახორციელებს აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივ პროგრამას – ფერმერთა სწავლება-კონსულტირება (ტრენინგი) და მათი სტაჟირება უცხოეთში, რომელიც მოიცავს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს და მთლიანობაში 100 ფერმერს ჩაუტარდება ტრენინგი...
18.04.2010
2010 წლის 17-19 აპრილს ბიზნესის სკოლა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ველოსიპედისტ მოგზაურ კენ რობერტს უმასპინძლა.
15.04.2010 2010 წლის აპრილის თვეში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს ,,Indo-Georgian Educational Company“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც უახლოეს მომავალში ბიზნესის სკოლაში ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სპეციალობაზე 25 ინდოელი სტუდენტი ისწავლის.
11.04.2010 2010 წლის 10 აპრილიდან ბიზნესის სკოლაში მუშაობას შეუდგა გერმანიის მიგრაციისა და განვითარების (CIM) ტურიზმის ექსპერტი კურტ ჰაინც რაიცი. ექსპერტი ბიზნესის სკოლაში ორი წლის განმავლობაში იმუშავებეს და უზრუნველყოფს ბიზნესის სკოლის სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სრულყოფას. კურტ რაიცი ასევე იზრუნებს უცხოეთის წამყვან ბიზნესის სკოლებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების დამყარებაზე.
1.03.2010 ბიზნესის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის 3 თვიან სასწავლო პროგრამაზე. სასწავლო კურსები:
ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები
მენეჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლები
სასტუმროს მენეჯმენტი
საერთაშორისო ტურიზმი
ტურიზმის მარკეტინგი
ტურისტული მარშუტების შემუშავება, ტურისტული პროდუქტის ფორმირება
აჭარის არქეოლოგიური ძეგლები
კულტურული ტურიზმი
ქალაქის ისტორია
ბიზნესის ეთიკა და ეტიკეტი ტურიზმის ინდუსტრიაში
კომუნიკაია და პრეზენტაციის ჩატარების ტექნოლოგია
ადამიანთა ურთიერთობის ხელოვნება
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ინტეგრირებული ბიზნეს პროექტების მომზადება
22.01.2010
2010 წლის 22 იანვარს, ჩატარდა ამერიკელი ავტორების ა. ტომპსონი-უმცრ. და ა. სტრიკლენდი III-ის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ,,სტრატეგიული მენეჯმენტის“ წარდგინება, რომელიც რსუ-ს ბიზნესის სკოლამ თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლების საფუძველზე გამოსცა. სახელმძღვანელოს მიზანია თანამედროვე, კონკურენტუნარიან მენეჯერთა მომზადება, რომელთაც შეეძლებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიების შემუშავება და ეფექტიანი რეალიზება
პოპულარული სახელმძღვანელოს ,,სტრატეგიული მენეჯმენტის“ თარგმანზე ორი წლის განმავლობაში რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც მუშაობდნენ. წიგნი რეკომენდებულია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტების, პედაგოგების, კომპანიის მფლობელების, მენეჯერებისა და სტრატეგიული მენეჯმენტით დაინტერესებული მკითხველისათვის.
21.01.2010
2010 წლის 21 იანვარს, კორპორაცია ,,ოდისია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღმოსავლეთ და აზიის ქვეყნებში როინ ლამპარაძემ ბიზნესის სკოლის მსმენელებისათვის და სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრებისათვის ჩაატარა მასტერკლასი, თემაზე - ინფორმაციული სისტემები და ინტერნეტ მარკეტინგი.
23.12.2009
ბიზნესის სკოლის მიერ ექსკლუზიური უფლებით მომზადდა და გამოიცა ა. ა. ტომპსონ-უმც. და ა. ჯ. სტირკლენდ III-ის სტრატეგიული მენეჯმენტი - კონცეფციები და ბიზნესსიტუაციები ქართულენოვანი ვერსია.
სახელმძღვანელოს მე-13 გამოცემის განსაკუთრებული თავისებურებაა: დეტალური განხილვა ბიზნესგარემოს სიღრმისეული სტრატეგიული ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია გლობალიზაციის პროცესით, ინტერნეტის განვითარებით და ელექტრონული კომერციის წარმოშობით.
სტრატეგიული მენეჯმენტის განახლებული გამოცემა მკითხველს მასალების გადმოცემის ხარისხობრივად ახალ დონეს სთავაზობს.
18.12.2009
2009 წლის 18 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ედუარდ რაუპმა ბიზნესის სკოლის მსმენელებისათვის ჩაატარა მასტერკლასი, თემაზე - ტურიზმის განვითარების პროგნოზირება.
04.12.2009
2009 წლის 4 დეკემბერს, კორნარდ ადენაუერის ფონდის ექსპერტებმა კნუტ გერბერმა და პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ რსუ ბიზნესის სკოლის და სოციალურ მეცნიერებათა ბინესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე - სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელი.
18.11.2009
2009 წლის 18 ნოემბერს ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სასწავლო პროგრამის მსმენელებს “Adjara Textile”-მა უმასპინძლა.
მსმენელებისათვის მასტერკლასი კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა გია ლომინაძემ ჩაატარა. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ წარმოებას და ტოპ-მენეჯმენტის პრინციპებს.
10.11.2009
ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აჭარისწყლისა და სხალთის ხეობებში ექსკურსია უსახსოვრა.
ექსკურსია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ბიზნესის სკოლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
8.11.2009
საოჯახო ღვინო ცოლიკაური - „ნურის ვენახები“-დან წარედგენა საზოგადოებას „ქედელობა 2009“-ზე, რომელიც ბიზნესის სკოლის და ტურისტული სააგენტო UNItour-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კონსულტაციით იქნა ჩამოსხმული.
ბოთლის ღვინო რომელიც მცირე რაოდენობით დამზადდა, ძირითადად სასაჩუქრეა და ის აჭარაში „ღვინის ტურიზმის“ პოპულარიზაციის მიზნით ჩამოისხა. მომავალში მისი სერიული წარმოებაცაა დაგეგმილი.
14.10.2009 2009 წლის 12 ოქტომბერს ბიზნესის სკოლამ ახალი სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
11.10.2009
ადგილობრივი ღვინის კერებისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა და ბიზნესის სკოლამ 2009 წლის 9 ოქტომბერს სოფელ გეგელიძეებში “რთველი 2009”-ს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში წარმოჩენილი იქნა სოფელ გეგელიძეებში არსებული ღვინის სახლი “ნურის ვენახები”, სადაც ტურისტი 20-მდე ვაზის ჯიშის გაცნობას, ყურძენისა და ღვინის დაგემოვნებას შეძლებს.
რთველზე სტუმრად მიპატიჟებულნი იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მასსმედიის წარმომადგენლები, მომზადებული იქნა სიუჟეტი აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემისათვის და უახლოეს მომავალში კი დამზადდება საინფორმაციო ბროშურები.
05.09.2009 ბიზნესის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას 2009-2010 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე.
16.08.2009
2009 წლის 16 აგვისტოს, გამოვიდა
საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალის - ,,ბიზნესი და
მენეჯმენტი“ პირველი ნომერი.
ჟურნალის დამფუძნებლებია:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
-
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა,
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ეკონომიკურ მეცნიერებათა
დეპარტამენტი და ბიზნესის სკოლა);
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი);
- სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
- საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი.
ჟურნალის მომზადება და ფინანსური მხარდაჭერა, განახორციელა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ.
11.08.2009
2009 წლის 13 აგვისტოს, ბიზნესის სკოლას სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ეკონომიკური განყოფილების უფროსი საქართველოში ქალბატონი ჰაიკე გაბრიელი სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ბიზნესის სკოლის განვითარების სტრატეგია, სამომავლო ურთიერთობები გერმანულ დონორ ორგანიზაციებთან (GTZ, CIWI, CIM) და 2010 წლისათვის CIM ექსპერტის გამოყოფის შესაძლებლობები.
10.07.2009
2009 წლის 5-8 ივლისს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტულ სააგენტო UNItour-თან და ბიზნესის სკოლასთან ერთად განახორციელა პროექტი - ,,ტურისტული პროდუქტის: ბათუმი-ხიხანი-ბეშუმი-გოდერძი-ბათუმი შემუშავება”.
აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში შედგა: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-ბაზრობა, ადგილობრივი ფოლკლორის წარმოჩენა და მოსახლეობისათვის ეკო, აგრო და ეთნო ტურიზმის სფეროში ტრენინგის ჩატარება.
პროექტში მონაწილეობდნენ
- აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბიზნესის სკოლა;
- აჭარის ტურიზმის ასოციაცია;
- ტურისტული სააგენტოები.
22.06.2009
გამომცემლობა ,,უნივერსალის’’ მიერ გამოიცა ეკონომიკის დოქტორის ბესიკ ბოლქვაძის მონოგრაფია – ,,ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის მნიშვნელობა საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში“, თბილისი, ,,უნივერსალი’’, 255 გვ. (სამეცნიერო რედაქტორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა).
წიგნი გათვალისწინებულია მეცნიერ-ეკონომისტების, სტუდენტებისა და გარდამავალი პერიოდის საქართველოს საფინანსო-საბანკო პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
18.06.2009 2009 წლის 16 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოეში აჭარაში ეკო, აგრო და ეთნო ტურიზმის განვითარებისათვის ფოტო და ვიდეო პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:
ტურისტული სააგენტო UNItour-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,მოგზაურობა ხინოში“ ჩვენება
ახალი მარშრუტის ,,ბათუმი-გობრონრთი-ხინო-ქობულეთი-ბათუმი“ პრეზენტაცია.
,,საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის ფარგლებში და ტურისტული სააგენტო UNItour-ის მიერ მომზადებული ფოტოების კოლექცია.
15.06.2009
გამომცემლობა „უნივერსალის“ მიერ გამოიცა პროფესორ როსტომ ბერიძის სახელმძღვანელო - „საბანკო მენეჯმენტი“.
წიგნი განკუთვნილია საბანკო მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ბიზნესის სკოლის მსმენელთათვის, აგრეთვე ბანკების მენეჯერებისა და საბანკო მენეჯმენტით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
14.06.2009
ერთობლივი საერთაშორისო პარტნიორული პროექტის - ,,ბიზნესის-ინტეგრირებული ფინანსური და საპროექტო მენეჯმენტი“ ფარგლებში გერმანული კონსალტინგური ორგანიზაციის, CIWI-ის გენერალურმა დირექტორმა კლაუს მერკენსმა შემაჯამებელი ტრენინგი გამართა და პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
პროექტი გერმანიის ტექნიკური თანმამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ), კონსულტაციების ცენტრმა (CIWI), ბათუმის ბიზნესის სკოლამ (BBS) და კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრმა (CTC) განახორციელეს.
10.06.2009
ბიზნესის სკოლას ოფიციალური ვიზიტით მიგრაციისა და განვითარების ფონდის (CIM) ექსპერტი, აღმოსავლეთ ევროპის კოორდინატორი ანდრეი გაბუზა სტუმრობდა.
ბიზნესის სკოლის სასწავლო პროგრამების დახვეწისა და საერთაშორისო აღიარებიის მიზნით მხარეები სამომავლოდ სპეციალური ექსპერტის გამოყაფასა და ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
01.06.2009 2009 წლის 5, 6 და 7 ივნისს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტო UNItour-თან და ბიზნესის სკოლასთან ერთად იწყებს პროექტის _ ,,ტურისტული პროდუქტის: ბათუმი-გობრონეთი-ხინო-ქობულეთი-ბათუმი შემუშავება” განხორციელებას.
აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-ბაზრობა, სასტუმრო სახლების წარმოჩენა და მოსახლეობისათვის ეკო, აგრო და ეთნო ტურიზმის სფეროში ტრენინგის ჩატარება.
პროექტში მონაწილეობენ:
- საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
- აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბიზნესის სკოლა;
- აჭარის ტურიზმის ასოციაცია;
- წამყვანი ტურისტული სააგენტოები.
27.05.2009
2009 წლის 26 მაისს, კინოთეატრ თბილისში შედგა შრს ბიზნესის სკოლისა და ტურისტული სააგენტო UNItour-ის მიერ თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში განხორციელებული ექსპედიციის მასალებზე დამზადებული დოკუმენტური ფილმის - ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო“ ჩვენება.
11.05.2009
2009 წლის 8-10 მაისს ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BATUMI EXPO 2009 .
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სასწავლო პროგრამები:
- მენეჯმენტი - 3 თვე
- ბიზნესის ადმინისტრირება - 6 თვე
- ბიზნესის ადმინისტრირება - 1 წელი
- მინი - MBA ტოპ მენეჯერებისათვის
- ტურიზმის მენეჯმენტი
- საბანკო მენეჯმენტი
- ინდივიდუალური სასწავლო კურსები
და შემდეგი ტურისტული პროდუქტები:
- მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
- მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში
- მოგზაურობა კაპადოკიაში
- ქრისტიანული გზა საქართველომდე (თურქეთი, სირია, იორდანია, ეგვიპტე)
- ხიხანის ციხის და სხალთის ეკლესიის მონახულება
- პირველი ქრისტიანული გზა საქართველოში (გონიო-დიდაჭარა)
- ინდივიდუალური ტურები
07.05.2009
2009 წლის 6 მაისს, ტურიზმის ექსპერტის კურტ ჰაინც რაიცის (გერმანია) ორგანიზებით, ბიზნესის სკოლამ ტურიზმის მენეჯმენტის მსმენელებისათვის მოაწყო გასვლითი ლექცია ,,მტირალას ეროვნულ პარკში“. ლექცია მიეძღვნა მტირალას ეროვნული პარკის პრობლემებსა და სამომავლო განვითარების გეგმებს.
18.04.2009
ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის მსმენელებმა, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ეისითი კვლევის“ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ დისკუსიაში, რომლის მიზანი იყო, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და დამქირავებლებს შორის მოთხოვნების შესაბამისობის გამოკვლევა.
4.04.2009 2009 წლის 26-27 მარტს დებრეცენის უნივერსიტეტში (უნგრეთის რესპუბლიკა) გაიმართა მე-4 საერთაშორისო კონგრესი “გამოყენებითი ეკონომიკისა და ინფორმატიკის ასპექტები და ხედვა”. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის სკოლის ლექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ღლონტმა...
მან წარმოადგინა მოხსენება “რეგიონული ბიუჯეტის საფინანსო-ეკონომიკური მდგრადობის შეფასება”.
1.03.2009 2009 წლის 3 აპრილს, 12 საათზე, 238 აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო" შიდა საუნივერსიტეტო ჩვენება.
პრეზენტაციას დაესწრებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
26.03.2009 ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის მსმენელებისათვის, ტურიზმის ბიზნესში სასწავლო კურსს წაიყვანს, ევროპული ორგანიზაციის (СIM ექსპერტთა ჯგუფი) წარმომადგენელი საქართველოში, ტურიზმის ექსპერტი კურტ რაიცი.
18.03.2009
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის როსტომ ბერიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო ,,ადამიანური რესურსების მენეჯმენტი".
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სპეციალობათა სტუდენტებისათვის, ბიზნესის სკოლის მსმენელებისათვის, მეწარმეებისათვის, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის და ადამიანური რესურსების მენეჯმენტით დაინტერესებული მკითხველისათვის.
15.03.2009 პარტნიორული პროექტის (GTZ, CIWI, BBS, CTC) - ,,ბიზნესის-ინტეგრირებული ფინანსური და საპროექტო მენეჯმენტი" ტრეინინგის მეორე ეტაპი განახლდება 23 მარტიდან...
ლექციებს წაიკითხავენ გერმანელი ექსპერტები: ბიჟან კაფი და კლაუს მერკენსი.
გისურვებთ წარმატებებს...
28.02.2009
გასულ კვირას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფერეიდნელი ქართველები სტუმრობდნენ, რომელთაც მასპინძლობა გაუწია ბიზნესის სკოლამ. შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, მოხდა მათი ლექსების, გამონათქვამების ჩაწერა, მომზადდა სიუჟეტი აჭარის ტელევიზიისათვის. უახლოეს მომავალში დაინტერესებული საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საგაზეთო და ვიდეო მასალა.
აღსანიშნავია, რომ მათი ეს ვიზიტი გამოხმაურებაა ექსპედიციისა ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო", რომელიც გასულ წელს ბიზნესის სკოლის ინიციატივით შედგა.
21.02.2009
ბიზნესის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის 3 თვიან პროგრამაზე.
სასწავლო კურსები:
ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები
მენეჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლები
სასტუმროს მენეჯმენტი
საერთაშორისო ტურიზმი
ტურიზმის მარკეტინგი
ტურისტული მარშუტების შემუშავება, ტურისტული პროდუქტის ფორმირება
აჭარის არქეოლოგიური ძეგლები
კულტურული ტურიზმი
ქალაქის ისტორია
ბიზნესის ეთიკა და ეტიკეტი ტურიზმის ინდუსტრიაში
კომუნიკაია და პრეზენტაციის ჩატარების ტექნოლოგია
ადამიანთა ურთიერთობის ხელოვნება
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ინტეგრირებული ბიზნეს პროექტების მომზადება
19.02.2009 ბიზნესის XVIII ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი
1-5 ივლისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან პარტნიორობის საფუძველზე, თბილისში ჩატარდება მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის რიგით მე-18 ყოველწლიური კონგრესი. ბიზნესის ყოველწლიური კონგრესის თანათავმჯდომარე ქალბატონი გიული ალასანია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების წევრებს სთავაზობს კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას.
09.02.2009
ბიზნესის სკოლა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანული კომპანია CIWI-ს ხელშეწყობით არასამათავრობო და საჯარო ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგს ბიზნეს-ინტეგრირებულ ფინანსურ და საპროექტო მენეჯმენტში.
ტრენინგის ფარგლებში შეისწავლება პროექტების დაგეგმვა, განვითარება და წარმატებული მართვა. ფინანსური მენეჯმენტის, პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის ევროკავშირის გამოცდილება.
აღნიშნული სასწავლო კურსი უზრუნველყოფს კონკრეტული ცოდნის გაზიარებას და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტში მონაწილეობენ მენეჯმენტში საფუძვლიანი განათლებისა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მქონე პირები.
ტრენინგი ტარდება 2 ეტაპად:
- პირველი ეტაპი 9-14 თებერვალი;
- მეორე ეტაპი 24-27 თებერვალი.
პროექტში მონაწილეობენ:
GIWI GmbH - კონსალტინგური კომპანია (გერმანია)
GTZ - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (გერმანია)
GTG - კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (თბილისი)
BBS - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
07.02.2009
2009 წლის 6 თებერვალს გერმანიის საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ფონდის (CIM) ექსპერტმა, კურტ რაიცმა ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მსმენელთათვის საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების და საერთაშორისო ბაზარზე გატანის გზების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
28.01.2009
2009 წლის 28 იანვარს ,,პროკრედიტ ბანკის" ფილიალის მენეჯერმა სოსო ბერიძემ, ბიზნესის სკოლის საბანკო მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მსმენელებს, საჯარო ლექციაზე საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საუბარი ასევე შეეხო საკრედიტო პორტფელის ფორმირების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
17.01.2009
2009 წლის 16 იანვარს გერმანიის საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ფონდის (CIM) ექსპერტმა, კურტ რაიცმა ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მსმენელთათვის ბიზნესის სექტორში არსებული პრობლემების, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის საკითხების ირგვლივ საჯარო ლექცია წაიკითხა.
აღნინული ტიპის ლექციები, აგრეთვე მასტერკლასები სამომავლოდაც არის დაგეგმილი.
15.01.2009
2009 წლის 14 იანვარს ბიზნესის სკოლის საბანკო მენეჯმენტის სპეციალობის
მსმენელებს მასტერკლასი ჩაუტარეს ,,პროკრედიტ ბანკის” საკრედიტო და საოპერაციო
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
სესხის ტიპები, ფინანსური ანალიზი (Cash Flow, ბალანსი, მოგება-ზარალი),
საკრედიტო კომიტეტის შემადგენლობა, საკრედიტო ლიმიტები და სხვა ისეთ პრაქტიკულ
საკითხებზე, რაც საბანკო სექტორის წარმატებით მუშაობისთვის არის აუცილებელი.
07.01.2008
2009 წლის 2-6 იანვარს ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო "UNItour"-მა შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში ახალი ტურისტული ბაზის მარკეტინგული კვლევა ჩაატარა.
ეკო, აგრო და ეთნო ტურიზმის განვითარების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას ერთგვარი კონსულტაციებიც გაეწიათ. აღნიშნული კვლევის ფარგლებში დაიგეგმა სარეკლამო ფლაერებისა და საინფორმაციო ბროშურების მომზადება.
31.12.2008
2008 წლის 30 დეკემბერს ბიზნესის სკოლამ წინა საახალწლო შეხვედრაზე კომბინირებული ტესტირების შედეგად გამოავლინა მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები.
სტუდენტები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს: კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქს"-მა, ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა და რესტორნების ქსელმა ,,საზანდარ"-მა. ასევე მათ გადაეცათ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების საავტორო წიგნები.
24.12.2008 2008 წლის 30 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბიზნესის სკოლა აწყობს საახალწლო შეხვედრას.
მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !!!
29.11.2008
ბიზნესის სკოლამ (BBS) აჭარის ტურიზმის ასოციაციასთან (ATA) ერთად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა (GTZ) და გერმანიის კონსალტინგური კომპანიის (CIWI) ხელშეწყობით, სასტუმრო Intourist Palace - ში პირველ საერთაშორისო კონფერენციას - "ტურიზმისა და ბიზნესის ინტეგრირებული პროექტების მენეჯმენტი" - უმასპინძლა.
მოხსენებები წაიკითხეს:
- გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
- გერმანიის კონსალტინგური კომპანია (CIWI)
- ბიზნესის სკოლა (BBS)
- საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA)
- აჭარის ტურიზმის ასოციაცია (ATA)
- გურიის ტურიზმის ასოციაცია (TAG)
- კონსულატაციისა და ტრეინიგების ცენტრი (CTC)
კონფერენციას სტუმრის სტატუსით აჭარისა მთავრობის, აგრეთვე რეგიონის არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
06.11.08
ბიზნესის უმაღლეს
სკოლას და ტურისტულ სააგენტო UNItour - ს
სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ცენტრალური ბალკანეთის ,,KALOFER“ ეკოტურიზმის
ასოციაციის აღმასრულებებლი დირექტორი, ბატონი დიმიტარ მარინოვი.
შეხვედრაზე განხილულ
იქნა, ,,მტირალას ეროვნული ტყე პარკის“ ,
,,კინტრიშის ნაკრძალის“ და აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის
გამოყენების საკითხები.
30.10.08
ფაკულტეტის ბიზნესის სკოლამ, სტუდენტურ თვითმმართველობასა და ტურისტულ სააგენტო - UNItour -თან ერთად ექსპედიციის ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო” საანგარიშო ფოტო-გამოფენა მოაწყო. გამოფენილი იყო თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში (ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი და საინგილო) მცხოვრები ქართველების ამჟამინდელი ყოფის, მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი ელემენტები. ფოტო-გამოფენის ნახვა კიდევ სამი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
18.10.2008 მიმდინარე წლის 14-20 ოქტომბერს
პარტნიორული პროექტის ,,საპროექო მენეჯმენტის განვითარება სამთავრობო და არასამთავრობ სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“ ფარგლებში - გერმანული ორგანიზაციის CIWI Gmbh ექსპერტებმა კლაუს მერკენსმა და ბიჯან კაფმა ტრეინინგები გამართეს პროექტში მონაწილეთათვის...
15.10.2008
კონსალტინგურმა კომპანიამ CIWI GmbH (გერმანია), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ GTZ (გერმანია) და კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრმა GTG (თბილისი) უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლასთან (BBS) ერთად სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, პარტნიორული პროექტი: ”საპროექტო მენეჯმენტის განვითარება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში - მცირე და საშუალო ბიზნესისათვის” წარუდგინეს. პროფესიული სატრენინგო კურსები ითვალისწინებს სრულ ან სპეციალიზირებულ სწავლებებს ზგად საპროექტო მენეჯმენტში, ფინანსურ მენეჯმენტსა და პროექტების მართვაში.
10.10.2008
-
ბიზნესის ადმინისტრირება - 6 თვე -
ბიზნესის ადმინისტრირება - 1 წელი -
მინი MBA ტოპ-მენეჯერებისათვის -
6 თვე -
ტურიზმის მენეჯმენტი - 3 თვე -
საბანკო მენეჯმენტი - 3 თვე -
ინდივიდუალური სასწავლო კურსები
2008-2009 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბიზნესის უმაღლესი სკოლა თავის მსმენელებსს სთავაზობს ახალ
სასწავლო პროგრამებს.
09. 09. 2008 მიღება
ბიზნესის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას 2008-2009 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე...
2.07.2008 შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა და სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი ახორციელებს აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივ პროგრამას ,,რეგიონის ფერმერთა სწავლება-კონსულტირება და მათი უზრუნველყოფა სახელმძღვანელო-საცნობარო ლიტერატურით".
პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა ,,სახელმძღვანელო ცნობარი ფერმერთათვის"...
29.06.2008 28 ივნისს ბათუმში ,,განათლების და დასაქმების ფორუმი 2008“ გაიმართა, რომელიც საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. სხვა კომპანიებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას ბათუმის შოთა რუსთასველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლაც იღებდა, რომელმაც საზოგადოებას 2008-2009 წლის ახალი სასწავლო პროგრამა წარუდგინა.
მენეჯმენტი -3თვე
ბიზნესის ადმინისტრირება -6 თვე
ბიზნესის ადმინისტრირება - 1 წელი
მინი MBA ტოპ-მენეჯერებისათვის -6 თვე
ტურიზმის მენეჯმენტი -3 თვე
საბანკო მენეჯმენტი -3 თვე
ინდივიდუალური სასწავლო კურსები
12.06.2008 ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სტუდენტური თვითმმართველობა და ტურისტული სააგენტო "UNItour" - ი ამაწლის 14 ივლისიდან ახორციელებს 20 დღიან საერთაშორისო პროექტს - ექსპედიცია ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო" თურქეთი: ართვინი, ერზრუმი, ვანის ტბა, აგრი. აზეირბაიჯანი: ქ. ბაქო, საინგილო. საქართველო: დავით-გარეჯის მონასტერი, გრემი, ალავერდი, ძველი შუამთა, ახალი შუამთა, სიღნაღი. ბათუმი, ნინოშვილის 35 ოთახი #211. ტელ.:7 06 56. მობ.: 893 22 49 47
ირანი: ქ. თავრიზი, ალ. მაკედონელის ნაკვალევზე: ქ. სუსა-დანიელ წინასწარმეტყველის სამარხი, ზაგროსის მთა, პერსეპოლისი; ქ. შირაზი, ქ.ისპაჰანი, ფერეიდანი, ქ. თეირანი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოგვმართეთ:
E-mail: info@unitour.ge www.unitour.ge
15.05.2008 ბიზნესის უმაღლეს სკოლას განმეორებით ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანელი ექსპერტი საპროექტო მენეჯმენტში, ბიჟან კაფი სტუმრობდა.
2008 წლიდან ბიზნესის უმაღლესი სკოლა გერმანული ორგანიზაციების CIWI და GTZ-ის დაფინანსებით ახორციელებს პარტნიორულ პროექტს - "ფინანსური და საპროექტო მენეჯმენტის განვითარება არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის".
06.04.2008 2008 წლის 3-5 აპრილს ბიზნესის უმაღლეს სკოლასთან არსებული ტურისტული სააგენტო UNItour-მა მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,Batumi Tourism & Hotel equipment Fair".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი ტურისტული პროდუქტები
12.03.2008 14 მარტს, 12 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის უმაღლესი სკოლა ,,ტურიზმის მენეჯმენტის" ახალი სასწავლო პროგრამისა და ტურისტული სააგენტო UNItour - ის ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია-წარდგინებას გამართავს.
სტუმრისა და მომხმარებლის სტატუსით ღონისძიებას დაესწრებიან:
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოება (GTZ);
აჭარის ტურიზმის ასოციაცია (ATA);
საერთაშორისო-საქართველო (CHF).
01.03.2008 ბიზნესის უმაღლეს სკოლას სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანელი ექსპერტი საპროექტო მენეჯმენტში, ბიჟან კაფი სტუმრობდა.
2008 წლიდან ბიზნესის უმაღლესი სკოლა გერმანული ორგანიზაციების CIWI და GTZ-ის დაფინანსებით ახორციელებს პარტნიორულ პროექტს - "ფინანსური და საპროექტო მენეჯმენტის განვითარება არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის".
16.02.2008 2008 წლის 11-15 თებერვალს ქ.თბილისში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ინიციატივით გაიმართა ტრეინინგი კომუნიკაციაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ბიზნესის უმაღლესი სკოლის თანამშრომლები - მერაბ დიასამიძე და სულხან ქურიძე.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ღამისთევა) აანაზღაურა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ).
4.02.2008 2008 წლიდან ბიზნესის უმაღლესი სკოლა გერმანული ორგანიზაციების CIWI და GTZ - ის დაფინანსებით ახორციელებს პარტნიორულ პროექტს ,,ფინანსური და საპროექტო მენეჯმენტის განვითარება არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის". პარტნიორთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 24-31 იანვარს გერმანიის ქალაქ ულმში, CIWI - ის სათაო ოფისში. შემუშავდა პროექტის განხორციელების სამუშაო დოკუმენტები.
პარტნიორთა შემდეგი შეხვედრა გაიმართება ამა წლის 24-29 თებერვალს საქრთველოში (თბილისი, ბათუმი).
24.01.2008 შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლის ხელშეწყობით, ორგანიზაცია - "სოციალური კვლევების და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრმა" და "გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოებამ (GTZ)" ბიზნესით დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს ნაციონალური და რეგიონული ინოვაციური სისტემის ჩარჩო პროგრამა - "რეგიონული ინოვაციური სისტემა და ტურიზმის ინდუსტრიის კლასტერის განვითარების სტრატეგია - გამოწვევები და შესაძლებლობები" წარუდგინეს. საპრეზენტაციო განაკვეთმა მოიცვა:
გლობალიზაციის, ნაციონალური და რეგიონული ინოვაციური სისტემის ცნების შემოტანა, განხილვა;
რეგიონული ინოვაციური სისტემის კლასტერიზაციის და კლასტერული სტრატეგიის თეორიული საფუძვლები, ასევე რეგიონული ტურიზმის კლასტერის განვითარების პრაქტიკული საკითხები;
თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მაგალითზე იმ შესაძლებლობებისა და პოტენციალის წარმოჩინება რისი მიღწევაც შეიძლება აჭარის რეგიონში.
11.01.2008სტუდენტთა საყურადღებოდ!
26.12.2007 2007 წლის 29 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბიზნესის უმაღლესი სკოლა აწყობს საახალწლო შეხვედრას. მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !!!
20.12.2007

2007 წლის 19 დეკემბერს ბიზნესის უმაღლესი სკოლის სტუდენტებს და უნივერსიტეტის ეკონომიკური სპეციალობის მაგისტრებს შეხვდა ფრანგული კომპანიის "Dupont Partners" წარმომადგენელი ერიკ ლოუის მელენიკი, რომელმაც ისაუბრა, შოთა რუისთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის "საპროექტო დაფინანსება" შემოღების შესახებ. აღნიშნული სპეციალობის ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირის სტრუქტურების მხარდაჭერით კავკასიაში პირველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო ინსტიტუტების ახალი ფორმის წინსვლას.
12.12.2007 2007 წლის 12 დეკემბერს ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო - UNItour - მა მოსწავლეთა ოლიმპიადა - "მოაზროვნე"-ს გამარჯვებულ გუნდს გადასცა ტურისტული საგზური "მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში".
11.12.2007 ბიზნესის უმაღლეს სკოლაში სტუდენტთა მიმდინარე ტესტირება ეკონომიკის პრინციპებსა და მენეჯმენტის საფუძვლებში წარმატებით დამთავრდა. ჯგუფების მიხედვით მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს: I ჯგუფი: II ჯგუფი: III ჯგუფი: IV ჯგუფი:
28.11.2007 ბიზნესის უმაღლეს სკოლასთან არსებული ,,ტურისტული სააგენტო UNItour"-ი გახდა აჭარის ტურიზმის ასოციაციის (ATA) ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის დანიშნულებაა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა.
19.11.2007 ბიზნესის უმაღლესი სკოლის ხელშეწყობით გამოიცა ბესიკ ბოლქვაძის ნაშრომი ,,ბიზნესის ფინანსური ანალიზი" ნაშრომი ეხება ბიზნესის სუბიექტების-სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე ფირმების ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური ანალიზის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ნაშრომი განკუთვნილია ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტების, მეწარმეების, ფინანსური ანალიტიკოსებისა და მენეჯერების, ასევე ბიზნესის ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის საკითხებით დაინტერესებულ საქმიან ადამიანთა ფართო წრისათვის.
11.11.2007 2007 წლის 5-10 ნოემბერს, ქ.თბილისში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ხელშეწყობით, ბიზნესის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრეინინგში ,,მოდერაცია-შეხვედრების გაძღოლა"
29.10.2007 2007 წლის 1-3 ნოემბერს ბიზნესის უმაღლეს სკოლასთან არსებული ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობას მიიღებს ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენაში "EXPO BATUMI 2007". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტურისტული პროდუქტები:
20.10.2007
ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ ტურისტულ სააგენტო UNItour-თან ერთად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით 14-31 ივლისს განხორციელებული საერთაშორისო პროექტის ,,პირველი ქრისტიანული გზა საქართველომდე” (ეგვიპტე-იორდანია-სირია-თურქეთი) ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც სასულიერო პირები ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლადიმერ ბალაძე მიესალმა. მან პროექტს წარმატებული უწოდა და ფოტოგამოფენის მასპინძლებს მადლობა გადაუხადა.
05.10.2007
ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავში ებით, მსმენელთათვის მოაწყო ახალი სასწავლო პ ოგ ამების და ვებ-გვე დის პ ეზენტაცია.
• BA - მენეჯმენტი;
• BA - ბიზნესის ადმინისტ ი ება;
• მინი - MBA ტოპ მენეჯე თათვის;
• ტუ იზმის მენეჯმენტი;
მიმდინა ე სასწავლო წელს, ბიზნესის ადმინისტ ი ებისა და ტუ იზმის მენეჯმენტის სასწავლო კუ სი გაია ა 52 მსმენელმა. მათ საზეიმო ვითა ებაში გადაეცათ სე თიფიკატები.
05.04.2007 2007 წლის 12-14 აპრილს საქართველოში ექსპო-ჯორჯიას პავილიონში გაიმართება მე- 9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა. ტურისტული სააგენტოს ,,UNItour” მონაწილეობა გამოფენაში ხორციელდება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უშუალო ხელშეწყობით ტურისტული პროდუქტები: 1. “მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში” ერთდღიანი ტური - დოლისყანის ეკლესია, ხანძთის მონასტერი, შატბერდი ეკლესია, არტანუჯის ციხე, ახიზას ციხე (ტრანსპორტი, ერთჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) _ 50 ლარი. ორდღიანი ტური სამდღიანი ტური - დოლისყანის ეკლესია, ხანძთის მონასტერი, ბანის ეკლესია, იშხანის ეკლესია, ხახულის ეკლესია, ოშკის ეკლესია, პარხალის ეკლესია, ოთხთა ეკლესია (ტრანსპორტი, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) _ 195 ლარი 2. “მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში” ერთდღიანი ტური - სუმელას მონასტერი , აია_სოფიას ეკლესია(მუზეუმი), გასეირნება ქალაქ ტრაპიზონში. (ტრანსპორტი, ერთჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) - 75 ლარი 3. “ხიხანის ციხის მონახულება” ორდღიანი ტური - ხიხანის ციხე, აბუსერისძეების საგვარეულო ეკლესიის ნანგრევები (განისვენებს ტბელ ბუსერისძე _ 1190-1250 წწ), თხილვანის თნოგრაფიული მუზეუმი, სხალთის ეკლესია. (ტრანსპორტი, ღამისთევა, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) - 95 ლარი
ა) დოლისყანის ეკლესია, ხანძთის მონასტერი, შატბერდის ეკლესია, არტანუჯის ციხე, ახიზას ციხე, ტბეთის მონასტერი, სათლელის ციხე (ტრანსპორტი, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) _ 110 ლარი
ბ) იშხანის ეკლესია, ხახულის ეკლესია, ოშკის ეკლესია, პარხალის ეკლესია, ოთხთა ეკლესია (ტრანსპორტი, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა) _ 130 ლარი


ხანძთის მონასტერი – VIII – X სს. იშხანის ეკლესია – X ს.


სუმელას მონასტერი - VI ს. აია სოფია – XIIს


ხიხანის ციხეზე ასვლა ხიხანის ციხე - XI ს.
