სიახლეები



12.112.2011

ყურადღება !!!
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრში ,,ბიზნესის ადმინისტრირების" სასწავლო პროგრამაზე, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ჩატარდება შუალედური ტესტირება მარკეტინგისა და მენეჯმენტის სასწავლო კურსებში.

დაწვრილებით...

23.11.2011

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
ტურიზმის ფაკულტეტის და ,,საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის“ სტუდენტები ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლს ესტუმრნენ და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. სტუდენტებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული და ჩასაცმელი გადასცეს. აქცია საახალწლო დღეებშიც გაგრძელდება.

დაწვრილებით...

19.10.2011

სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა“
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის მსმენელები და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულში ,,ქედელობა”, რომელიც სათავეს გასული საუკუნიდან იღებს. მოწვეული სტუმრები გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს, ფოლკლორს, ხალხური რეწვის ნიმუშებს და დააგემოვნეს ქედის რაიონში წარმოებული ღვინოები ,,ქედის ცოლიკოური“ და ,,ჩხავერი“.

დაწვრილებით...

15.102011

ERASMUS MUNDUS
საერთაშორისო ბიზნესგანათლების ცენტრის და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ევროკავშირის ,,ERASMUS MUNDUS“-ის პროგრამით, სარესტორნო მომსახურებაში ლატვიელმა ექსპერტმა ინესა სილსკამ ორი კვირის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარა, სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

დაწვრილებით...

30,08,2011

განცხადება
სწავლა უცხოელი სტუდენტებისათვის განახლდება 2011 წლის 05 სექტემბერს...

დაწვრილებით...

01.05.20011

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2011” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობდა. რსუ-ს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს ტურისტული პროდუქტები გააცნო. ,,ექსპო ბათუმი - 2011”-ზე 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტსა და ტურისტულ სააგენტო UNItour-თან თანამშრომლობა დაიგეგმა...

დაწვრილებით...

22.03.2011

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, წამყვანი სასტუმროების მენეჯერები, დარგის ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ფაკულტეტის შექმნის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მოწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები, ხოლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა როსტომ ბერიძემ საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ტურიზმის ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ტურიზმის ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამაზე 100, პროფესიულზე - 30 სტუდენტს მიიღებს...

დაწვრილებით...

25.02.2011

სასტუმრო Sheraton Batumi-ს ოთახების მართვის განყოფილების მენეჯერი ქალბატონი ნუნუ მიქელაძე 2011 წლის 28 თებერვალს 18 : 00 საათზე რსუ–ს ბიზნესის სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს...

დაწვრილებით...

18.02.2011

Sheraton Batumi-ს სპას მენეჯერი ქალბატონი ნანა მეგრელიძე 2011 წლის 21 თებერვალს 18 : 00 საათზე რსუ–ს ბიზნესის სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს...

დაწვრილებით...

24.01.2010

ბიზნესის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის 3 თვიან სასწავლო პროგრამაზე...

დაწვრილებით...

DOWNLOAD
შთაბეჭდილებები
სტრატეგიული მენეჯმენტი
ბიზნესი და მენეჯმენტი
PPP Project