ჟურნალი ბიზნესი და მენეჯმენტი

ჟურნალის შესახებ
საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი _ ,,ბიზნესი და მენეჯმენტი” გამოდის წელიწადში ორჯერ.
ჟურნალში იბეჭდება მაღალი ხარისხის ორიგინალური სამეცნიერო სტატიები, სამეცნიერო ნაშრომები, ანალიტიკური მასალები, ინფორმაციული ხასიათის პუბლიკაციები, ინტერვიუები. მასში შუქდება ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები, საზოგადოების, მეცნიერების, ინვესტორების წინაშე არსებული პრობლემები, წარმოჩნდება სირთულეების დაძლევის გზები.
წარმოდგენილია რუბრიკები: ეკონომიკა, ბიზნესის გარემო, საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, კრედიტი, აღრიცხვა, ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი, ახალი წიგნები, საქმიანი წინადადებები.
ჟურნალში რედკოლეგიის წევრის შესაბამისი რეცენზიის საფუძველზე დაიბეჭდება არა უმეტეს 4 სტატიისა, ყოველი უნივერსიტეტიდან. სხვა სტატიები დაიბეჭდება რედკოლეგიის ერთ-ერთი წევრის რეცენზიით. საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს რედკოლეგია.
ჟურნალი რეფერირებადი და რეცენზირებადია.
ძვირფასო მკითხველო, სარედაქციო საბჭოს წევრებო, სტუდენტებო, კოლეგებო, გისურვებთ წარმატებულ და შემოქმედებით საქმიანობას.
საზოგადოება მეცნიერებისაგან, მეწარმეებისაგან ელოდება ღირსეულ დამოკიდებულებას, კონკრეტულ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს ეფექტიანი და მიმზიდველი სწავლისა და სწავლების, ბიზნესის, საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ასევე, რეალურ ინფორმაციას ბიზნესგარემოს გაჯანსაღების მიმდინარეობაზე, პერსპექტივებსა და შედეგებზე.
მიგვაჩნია, რომ ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას მნიშვნელოვანი სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური პოტენციალი გააჩნია ბიზნესის მართვის, თანამედროვე ეკონომიკური მიმდინარეობების, ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესების საფუძვლიანი შესწავლა-შეფასებისა და ცოდნის განახლების პროცესების ევროპული სტანდარტებით წარმართვისათვის.
ამ საქმეში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საერთაშორისო იმიჯის მქონე ჟურნალის დაარსების მიზანსწრაფვა, რომლის სარედაქციო საბჭო წარმომადგენლობითია, ხოლო თემატიკა და მიზნები მყარ საფუძველს ქმნის ჟურნალის სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულებისათვის.
ვუსურვებ, ჟურნალი იყოს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება-განხორციელების ფერხულში. ვფიქრობ, რომ ის დააკმაყოფილებს მოთხოვნებს საკანონმდებლო-აღმასრულებელ, მარეგულირებელ, მაკოორდინებელ ღონისძიებათა პრაქტიკულად განხორციელების საქმეში. ამასთანავე, გაუწევს ერთგვარ კონსულტაციებს მდიდარი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონში მენეჯმენტისა და მარკეტინგის აქტუალური საკითხების, დარგთა განვითარების პრიორიტეტების, დასაქმების, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლება-მოვალეობების, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხთა ორიენტირებაში.
ჟურნალს ვუსურვებთ წარმატებას, მკითხველს - მოლოდინის გამართლებას.
პატივისცემით,
შოთარუსთაველისსახელმწიფოუნივერსიტეტისრექტორი,
პროფესორი ალიოშა ბაკურიძე
| სარედაქციო კოლეგია | |
| გამოქვეყნების ფორმები და პირობები | |
![]() |
ბიზნესი და მენეჯმენტი #1 |
![]() |
ბიზნესი და მენეჯმენტი #2 |



