საერთაშორისო პროექტები
I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი" |
|||
![]() |
კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო 160 მოხსენება, მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების, თურქეთის, უკრაინის, გერმანიის და აზერბაიჯანის პროფესორები და ტურიზმის დარგის სპეციალისტები, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის ბიზნესის წარმომადგენლები. |
||
სტრატეგიული მენეჯმენტი: კონცეფციები და ბიზნესსიტუაციები |
|||
![]() |
არტურ ა. ტომპსონი-უმც., ა. ჯ. სტრიკლენდი III. სტრატეგიული მენეჯმენტი: კონცეფციები და ბიზნესსიტუაციები, მე-13 გამოცემა: ნათ. ინგლ. – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010. – 923 გვ.
ქართულენოვანი გამოცემა მომზადდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ McGraw-Hill კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
|
||
სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა, განახორციელეს საერთაშორისო პროექტი ,,სამი საქართველო: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო", რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენებურების მონახულება, მათი ფოტო და ვიდეოფირზე აღბეჭდვა და საზოგადოების ფართო ფენებზე გაცნობა. მომზადდა სასწავლო "კეისი". |
||
პირველი ქრისტიანული გზა საქართველომდე |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა, განახორციელა საერთაშორისო პროექტი პირველი ქრისტიანული გზა საქართველომდე“ (თურქეთი, სირია, იორდანია, ეგვიპტე), რომლის მიზანი იყო საქართველომდე პირველ ქრისტიანულ გზაზე ძეგლების მონახულება, პირველი ქრისტიანული მემკვიდრეობის და სულიერი ფასეულობების პოპულარიზაცია. მომზადდა სასწავლო "კეისი". |
||
საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგული გამოკვლევა აჭარის ა.რ-ში |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების GTZ-ის დაფინასებით განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო, აჭარაში საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგული კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება. |
||
ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგული გამოკვლევა აჭარის ა.რ-ში |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების GTZ-ის ხელშეწყობით განახორციელა პროექტი, ,,ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მარკეტინგული გამოკვლევა აჭარის ა.რ. -ში “, რომლის მიზანი იყო, აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებისათვის ბიზნეს ფორუმის მოწყობა. |
||
სელიმობა 2007 |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ, ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა USAID-ის მხარდაჭერით, CHF საერთაშორისო-საქართველოს დაფინანსებით განახორციელეს პროექტი, რომლის მიზანი იყო სახალხო დღესასწაულის ,,სელიმობა 2007”-ის საშუალებით ეკო, აგრო და ეთნოგრაფიული ტურიზმის პოპულარიზაცია. |
||
მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა, განახორციელა მარკეტინგული კვლევა, რომლის მიზანი იყო ტურისტული პროდუქტის - ,,მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზნონში“ (სუმელას მონასტერი, აია-სოფიას ეკლესია) ფორმირება და ტურისტული სააგენტო UNItour-ის მიერ მისი რეალიზაცია. |
||
მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში |
|||
![]() |
ბიზნესის სკოლამ და ტურისტულმა სააგენტო UNItour-მა, განახორციელა მარკეტინგული კვლევა, რომლის მიზანი იყო ტურისტული პროდუქტის - ,,მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში“ (დოლისყანის, ბანის, იშხანის, ხახულის, პარხალის, შატბერდის ეკლესიები, ხანძთის და ოშკის მონასტრები) ტურისტული პაკეტის ფორმირება და ტურისტული სააგენტო UNItour-ის მიერ მისი რეალიზაცია. |
||










