შთაბეჭდილებები

    როცა ეთუნა-ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ჩემი კოლეგა მიყვებოდა ბიზნესის სკოლის შესახებ, გულში გავიფიქრე - აი , რაშია ხსნა:) მიუხედავად იმისა, რომ 6 თვეში 1000 ლარის გადახდა არც თუ ისე მიმზიდველი იყო, მაინც გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი და მესწავლა ის სფერო, რომელიც აბსოლიტურად უცნობი იყო ჩემთვის, თუმცა-ძალიან საინტერესო.
    მოლოდინი - ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა აქ გატარებულ დროს უქმად დაკარგულს ვერ დავარქმევ, რადგანაც ბევრი საინტერესო რამ გავიგე. შემიძლია ვთქვა რომ, სამყაროს სხვა თვალით ვუყურებ ან უფრო სწორად ვაკვირდები. ბევრი რამ ნათელი გახდა, მხოლოდ ამის გამოც ღირდა აქ მოსვლა...

     ბიზნესის სკოლის შესახებ ბევრი მქონდა გაგონილი, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია აქ სწავლაზე. სწავლების დაწყებიდან დღემდე იმედი არ გამცრუებია, გვყავს კარგი ლექტორები და კარგი ადმინისტრაცია. ურთიერთობა ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არის უშუალო და მეგობრული. სწავლების სტილი ახალი და განსხვავებულია. ბიზნესის სკოლა საუკეთესოა იმ პროფესიის მისაღებად, რომელზეც დღეს ყველაზე მეტი მოთხოვნაა...

    აქ ნამდვილად არ მოველოდი იმაზე მეტს, რაც არის. თუმცა შეიძლება იმაზე მეტი რაც არის. დანერგილია სწავლის თანამედროვე მეთოდები, არიან პროფესიონალი ტრენერები. ერთი სიტყვით კარგია, თუმცა ბევრი რამე შეიძლება დაემატოს…

    მოლოდინმა გაამართლა... პრინციპში მოლოდინსაც კი გადააჭარბა აქ არსებულმა სიტუაციამ. ლექტორ მასწავლებლების დამოკიდებულებით მოხიბლული დავრჩი, ყველა საოცრად მობილიზებული, მოწესრიგებული და „ფამილიარულია“ ჩვენს მიმართ რაც კიდევ უფრო ზრდის სწავლისადმი ინტერესს...

    სანამ ჩემს შეხედულებების აღწერას დავიწყებდე მინდა წინასიტყვაობისათვის გამოვიყენო პატარა სლოგანი „ბიზნესის სკოლამ მოლოდინს გადააჭარბა“, მე პირადად რამდენიმე სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მაინც ვერ ვკმაყოფილდებოდი იმ დროს არსებული ვითომც და ობიექტური შეფასებებით... ეს შეხედულება ჩამომიყალიბდა უკვე 4 თვეა და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება ბოლომდე...

    ბიზნესის სკოლის შესახებ ახლობლებისაგან გავიგე, დახასიათება იყო ძალიან კარგი და ამან განაპირობა ის, რომ ამ სკოლაში დავიწყე სწავლა. გავეცანი მეთოდებს, რითაც ხდება ამ სკოლაში სწავლება. მომეწონა ის, რომ სწავლება არის თანამედროვე და ორიენტაცია კეთდება საღ აზროვნებაზე და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენაზე...

    ლექტორები ბიზნესის სკოლაში სრულიად განსხვავებული ჰყავთ. ზოგი საკმაოდ თავდაჯერებული, ამაყი, თავმდაბალი და ა. შ.
    „რეჟიმი“ უნივერსიტეტისგან განსხვავებული - საკმაოდ. მინდა ავღნიშნო, რომ სულ განსხვავებული, აი სულ სხვანაირი მეგონა და აქ რომ მოვედი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. მეგონა რომ ყველაფერს ზოგადად გავივლიდი, რადგან სწავლებ ცხრა თვიანი იყო, თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა“. აქ შეგიძლია შეისწავლო არა მარტო ერთი პროფესია არამედ, რამდენიმე - მენეჯმენტი, მარკეტინგი, საბუღალტრო აღრიცხვა და ა.შ...

    ბიზნესის სკოლის შესახებ ახლობლებისაგან გავიგე, დახასიათება იყო ძალიან კარგი და ამან განაპირობა ის, რომ ამ სკოლაში დავიწყე სწავლა. გავეცანი მეთოდებს, რითაც ხდება ამ სკოლაში სწავლება. მომეწონა ის, რომ სწავლება არის თანამედროვე და ორიენტაცია კეთდება საღ აზროვნებაზე და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენაზე...

   მინდოდა მე-2 პროფესიას დავუფლებოდი... ნამდვილად არ ველოდებოდი იმას, რაც დამხვდა ანუ მინდა ვთქვა, რომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა კიდეც, დამხვდა თბილი და მეგობრული გარემო. რაც სტიმულს მაძლევს გავაათმაგო ჩემი შესაძლებლობები და მივაღწიო სასურველ მიზანს...

    ბიზნესის სკოლის შესახებ რეკლამიდან გავიგე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგია. რაც მთავარია ქალაქში არსებული სასწავლებლებისაგან განსხვავებით ლექციები ორგანიზებულად მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა და ყველაფერი. თუმცა... კარგი იქნება დამატებითი ლიტერატურის მითითება და ჩვენი უზრუნველყოფა...

   ვფიქრობ, კარგი სასწავლებელია... ალბათ უკეთესებიც არსებობს... :)