სტრატეგიული მენეჯმენტი

 

არტურ ა. ტომპსონი-უმც., ა. ჯ. სტრიკლენდი III.  სტრატეგიული მენეჯმენტი: კონცეფციები და ბიზნესსიტუაციები, მე-13 გამოცემა: ნათ. ინგლ. –  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010.  – 923 გვ.

ა. ა. ტომპსონი-უმც.,  ა. ჯ. სტრიკლენდი III-ის  ,,სტრატეგიული მენეჯმენტი” – არაერთხელ გამოიცა, მაგრამ  მოცემული მასალების აქტუალობის გამო არ დაუკარგავს პოპულარობა. დღეს, ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, არც ერთ კომპანიას არ შეუძლია იარსებოს განვითარების ზუსტად ფორმულირებული სტრატეგიების გარეშე. ავტორები  თვლიან, რომ  მხოლოდ ჯანსაღი აზრისა და მინიმალური სპეციალური ცოდნის გამოყენებით წარმატებული კომპანიის შექმნის ხანა დამთავრდა.

ონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის ამჟამად მცირე ბიზნესისთვისაც კი საჭიროა გაითავისოს საკუთარი მდგომარეობა დარგში და  განსაზღვროს საკუთარი გრძელვადიანი პერსპექტივები ყველა კონკურენტის მოქმედებების გათვალისწინებით, რადგანაც Iნტერნეტ-ტექნოლოგიებმა შექმნა ახალი შესაძლებლობები.

,,სტრატეგიული მენეჯმენტის” ეს გამოცემა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი – თეორიული  ნაწილი მკითხველს აცნობს ძირითად დებულებებს, კონცეფციებს და ცნებებს. მასში მოცემულია თანამედროვე ბიზნესის მიმოხილვა, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლება ელექტრონული ტექნოლოგიების საფუძველზე. ამიტომაც ერთი თავი ეთმობა Iნტერნეტ-ეკონომიკის ბიზნესმოდელებისა და სტრატეგიების შემუშავებას.

მეორე ნაწილში მოცემულია ბიზნესსიტუაციები – ცხრილებით და დიაგრამებით, რომლებიც ახასიათებს წარმატების ან დაღუპვის პირად მყოფი სხვადასხვა მცირე და მსხვილი კომპანიის მდგომარეობას. მაგალითების მრავალფეროვნება თითოეულ დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას მისცემს  მონახოს ანალოგები საკუთარ ბიზნესთან და მიიღოს რაღაც სასარგებლო.

წიგნი  რეკომენდებულია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობათა სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, კომპანიის მფლობელებისა და მენეჯერებისათვის, აგრეთვე სტრატეგიული მენეჯმენტით დაინტერესებული მკითხველისათვის.    

      ქართულენოვანი გამოცემა მომზადდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ McGraw-Hill კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ISBN  978-9941-409-56-1

შინაარსი

 

შეკვეთის ან სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაკვიკავშირდით +995 (222) 7-06-56 ან მოგვწერეთ: info@bbs.ge